რა არის საკრედიტო ხაზი?
საკრედიტო ხაზით დაფინანსება გამოიყენება საბრუნავი კაპიტალის პერიოდული მოთხოვნების დასაფარავად, რომელიც კომპანიის საქმიანობის შედეგია. ფინანსური ინსიტუტის მიერ დგინდება საკრედიტო ხაზის ლიმიტი, რომელსაც მსესხებელი საჭიროებათა დასაფარად გამოიყენებს. შემდგომში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს გამოყენებული თანხის პროცენტი შესაბამის ვადებში; როგორც წესი საკრედიტო ხაზი მოკლე ვადით განისაზღვრება, რომლის გასვლის შემდეგ ფინანსური ინსტიტუტები ხელახლა ამოწმებენ კლიენტის ინფორმაციას, ისევე როგორც კრედიტის შესაძლებლობებს მომავალი პერიოდისთვის ახალი ლიმიტის განსაზღვრის მიზნით. მოქნილობის გამო საკრედიტო ხაზი საკმაოდ პოპულარულია კლიენტებში და შეადგენს სამუშაო კაპიტალის დაფინანსების ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას. შესაძლებელია, რომ ფინანსური შედეგების (შემოსავლების ზრდა/შემცირება და ა.შ) პროპორციულად კლიენტებს გაეზარდოს ან შეუმცირდეს საკრედიტო ხაზის ლიმიტები.
ქართული ბანკები 15 წელზე მეტია სთავაზობენ მსხვილ კლიენტებს საკრედიტო ხაზს საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის შესავსებად, Quick Cash-მა ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, გარდა მოქნილობისა, ეფექტური გამოყენების შემთხვევაში ეს პროდუქტი იძლევა საპროცენტო ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას, ამის მიზეზი კი არის ის, რომ კლიენტს ნებისმიერ წუთს შეუძლია შეამციროს ან აითვისოს სასეხო რესურსი, საპროცენტო ხარჯი კი ერიცხება მხოლოდ დამტკიცებული ლიმიტის ათვისებულ ნაწილს. ბიზნესს ყოველდღიურად შეუძლია მიმართოს თავისუფალი ფულადი სახსრები ნაშთის შესამცირებლად, ისე რომ არ გაზარდოს ლიკვიდობის რისკი, რადგან ამავე თანხების აღება მას ნებისმიერ დღეს შეუძლია.
რას ნიშნავს საბრუნავი კაპიტალი.
კომპანიის მიმდინარე აქტივები შეიცავს კომპანიის საბრუნავ კაპიტალს, ანუ თანხებს, რომელიც საჭიროა კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად. საბრუნავი კაპიტალი ხშირ შემთხვევაში ფინანსდება ვალდებულებებიდან, ისეთი როგორიცაა მომწოდებლის კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, მოკლევადიანი კრედიტი და სხვა.
განსხვავება მიმდინარე აქტივებსა და კომერციულ ვალდებულებებს შორის, (ანუ ვალდებულებები მომწოდებლებისადმი), წარმოადგენს კომპანიის წმინდა საბრუნავ კაპიტალს.
კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები ჩვეულებრივ შეუძლებელია, სრულად დაფარული იქნას კომპანიის მფლობელების კაპიტალით, ამას მივყავართ ფინანსური რესურსების უკმარისობასთან, რომელიც უნდა დაიფაროს მოკლევადიანი სესხების საშუალებით.
როგორ განვსაზღვროთ საბრუნავი კაპიტალის საჭირო რაოდენობა?
საბრუნავი კაპიტალის საჭირო რაოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორები შემდეგია: